პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 2 აპრილს განაცხადა, რომ 2004 წლის სამი თვის საბიუჯეტო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა.
მისი თქმით, ეს ტენდენცია შემოსავლების უკეთესმა მობილიზებამ გამოიწვია; თუმცა დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადასახადების გადმორიცხვასთან დაკავშირებით.
“თუმცა, ეს საკმარისი არ არის და მთავრობა გეგმავს გააუმჯობესოს თავისი საქმიანობა საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით”, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
რაც შეეხება 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტს, ფინანსთა სამინისტრომ უკვე მოამზადა ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვაც მომავალ კვირას იგეგმება.