ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს“, სოციოლოგიური კვლევის ცენტრის BCG-ს, ილია ჭავაჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული „ეგზით პოლების“ მიერ უკვე გამოქვეყნდა არჩევნების 5 საათის მონაცემები.
ნაციონალური მოძრაობა –დემოკრატები – 78,6%
მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები – 4,8%
ლეიბორისტული პარტია – 4,4%
თავისუფლება – 3,6%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 3,7%,
ბლოკი „პატიაშვილი – ერთობა“ – 1,6%
ბლოკი „ედპ-ტრადიციონალისტები“ – 1,4%
ამ დროისათვის გამოკითხულია დაახლოებით 24 ათასი ამომრჩეველი. არსებული მონაცემებით, 7% ბარიერი ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გადალახა.
ამომრჩეველთა აქტივობამ 5 სათვისთვის 40%-ს მიაღწია. „ეგზით პოლების“ საბოლოო შედეგები 11 საათითვის გახდება ცნობილი. “საბოლოო შედეგები არსებული მონაცემებისგან რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, თუმცა შესაძლოა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ 7%-იანი ბარიერი გადალახოს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საერთაშორისო ექსპერტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კლივ პეინმა.