„ამ არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა შემოვიღოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტები. მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, არჩევნები აჭარაშიც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „თუმცა, ადგილობრივი ოპოზიცია შიშობს, რომ დღის ბოლოს ძალადობას ექნება ადგილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„იმედი გვაქვს, რომ ის ძალადობა, რომელსაც აჭარაში წინა-საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, აღარ განმეორდება“, – დასძინა მან.
სააკაშვილი აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საარჩევნო პროცესით, თუმცა წუხს, რომ მისმა მეუღლემ ვერ მისცა ხმა. საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოფსი ნიდერლანდების მოქალაქეა.