არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევებს აფიქსირებენ

(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს, თბილისში დარღვევის რამდენიმე დააფიქსირა.

მათი მოხსენების თანახმად, საარჩევნო უბნებთან შემჩნეული არიან პოლიციელები. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდი დარღვევა ნომერ 22 საარჩევნო უბანში მოხდა, სადაც პოლიციელი იქ თავად შევიდა.

ყველაზე ხშირ დარღვევას საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა გვარების შეუყვანლობა წარმოადგენს.

ერთ-ერთ საარჩევნო უბანში კი დამკვირვებლად იმყოფება თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატი, რაც მოქმედი კანონმდებლობით არის აკრძალული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version