საქართველო უერთდება მიმართვას შამილ ბასაევის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანის თაობაზე

(თბილისი, 30 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართევლოს ეროვნული უშიშროების საბჭო უერთდება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მიმართვას გაერო-სადმი ჩეჩენი მებრძოლის შამილ ბასაევის გვარის საშიში ტერორისტების სიაში შეყავნის შესახებ.

“საქართველო უერთდება ამ მოთხოვნას და გვსურს დამატებით განვაცხადოთ ისიც, რომ იგი [ბასაევი] წლების განმავლობაში იძებნება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ 1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების გამო”, – ნათქვამია უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებილ განცხადებაში.

უშიშროების საბჭო ასევე მზადყოფნას გამოთქვამს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს აქტიური ჩართვისთვის და აცხადებს, რომ  საქართველო გმობს საერთაშორისო ტერორიზმის ყველა გამოვლინებას და მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან საერთაშორისო ტერორისტების გამოვლენასა და მათთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდების მიზნით.

შამილ ბასაევი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოსახლეობისთვის საშიშ პირად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version