შევარდნაძე უარყოფს აშშ-ის კრიტიკას არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის თაობაზე

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 4 აგვისტოს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში უარყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოში არახელსაყრელი საინვესტიციო გარემოს თაობაზე.

31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის საელჩო სინანულს გამოთქვამს კომპანია “ეი-ი-ეს”-ისAსაქართველოდან წასვლის თაობაზე და აღნიშნავს, რომ “ამერიკული კომპანიის ქმედება ასახავს რთულ საინვესტიციო კლიმატს საქართველოში”.

“რა თქმა უნდა, საინვესტიციო კლიმატი იდეალური არ არის ქვეყანაში. თუმცა, სიტუაცია არც ისე ცუდია. განხორციელების სტადიაშია მრავალი პროექტი, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი”, – განაცხადა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version