შევარდნაძე მოშიმშილე ვეტერანთა მოთხოვნებს ეთანხმება

(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის მეომართა კავშირის მოთხოვნას იზიარებს და აცხადებს, რომ გაერო-ს წინაშე მან უკვე რამდენჯერმე დააყენა გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედების საკითხი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, თუმცა უშედეგოდ.
 
კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების შესაძლო გაყვანასთან და მათი სხვა ქვეყნების ჯარებით საარაუდო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შევარდნაძემ აღნიშნა, რომ “კონფლიქტის ზონაში თავისი საჯარისო ნაწილების შემოყვანის სურვილი უკრაინამ უკვე გამოთქვა. ამ საკითხს უშიშროების საბჭო განიხილავს და შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აფხაზეთის საკითხის მსჯელობის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის აზრი, რომლის უმრავლესობაც – 80-85% კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version