(თბილისი, 2 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადმოკვთისთვის დაკავებული 11 ჩეჩენის ექსტრადიციის საქმეს განიხილავს.
სასამართლოში სხდომა 16 სექტემბერს არის დაგეგმილი და საქართველოდან ადვიკატები ლია მუხაშავრია და მაკა ძამუკაშვილი დაესწრებიან.
“ჩევნ ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს, როცა 5 ჩეჩენი პატიმრის ექსტრადიცია მოხდა რუსეთში, გავაგზავნეთ შესაბამისი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. სარჩელი უკვე წარმოებაშია მიღებული და პირველი სხდომაც გაიმართება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ჩეჩნების ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა.
ადვოკატებისთვის უცნობია ექსტრადირებული 5 ჩეჩენის ადგილსამყოფელი. მაკა ძამუკაშვილის განცხადებით, ახლობლების ინფორმაციით ვერ ხერხდება მათი პოვნა.
2002 წლის 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა 13 შეიარაღებული პირი დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვართან. 5 დაკავებული რუსულ მხარეს 4 ოქტომბერს გადასცეს. სამი დაკავებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში გასამართლდება.