ცსკომ ვერ დაამტკიცა ხმათა გადათვლის პროცედურა

(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღევანდელ სხდომაზე ვერ დაამტკიცა პროცედურა, რომელიც თბილისში ხმათა გადათვლის წესს განსაზღვრავს.

ცსკოს წინა გადაწყვეტილების თანახმად თბილისში ხმათა ხელახალი გადათვლა უნდა მომხდარიყო. კანონის თანახმად ცსკ-ამ, იმის გამო რომ ვერ მიიღო პროცედურის შესახებ დადგენილება უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება ხმათა გადათვლის თაობაზე.

დღეს დილით ცსკ-ას წევრები აცხადებდნენ, რომ თბილისში ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები 12 ივნისისთვის იქნებოდა ცნობილი, თუმცა იმის გამო რომ ხმათა ხელახალი გადათვლა არ დაწყებულა, კანონის თანახმად, კომისიას საბოლოო მონაცემები დღეს 6 საათისთვის უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ეს არ მოხდა.

ხმათა გადათვლას 8 წამყვანი პოლიტიკური პარტია მოითხოვდა. წინააღმდეგი, მხოლოდ ლეიბორისტული პარტია იყო, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version