(თბილისი, 5 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უსაფთხოების მიზნებიდან გამომდინარე ასაიდუმლოებს წალენჯიხის რაიონიდან ამოღებული რადიაციის ორი წყაროს ადგილმდებარეობას.
სტრონციუმ-90 ქართველმა ექსპერტებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების დახმარებით 3 თებერვალს ამოიღეს და უსაფთხო ადგილას გადაიტანეს.
რადიაციის ორი ძლიერი წყარო სოფელ ლიას სამმა მაცხოვრებელმა გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. მათ ძლიერი რადიაციული დასხივება მიიღეს. ორი მათგანი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.