კოდორს საქართველოს საჯარისო ნაწილები არ დატოვებენ – აცხადებს შევარდნაძე

(თბილისი, 21 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ კოდორის ხეობას საქართველოს საჯარისო ნაწილები არ დატოვებენ.

“უცნაურია, თუ რატომ აღიქვეს ზოგიერთებმა ეს ოქმი (ჭუბურხინჯში 17 იანვარს ხელოწერილი ოქმი), როგორც კოდორიდან ქართული საჯარისო ნაწილების გამოყვანის ვალდებულება.”

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხელმოწერილი ოქმის მიხედვით ხეობა უნდა დატოვონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებმა.

საქართველოს შინაგანი ჯარები და პოლიცია ყოველთვის იმყოფებოდნენ კოდორში, თუმცა აფხაზებისა და გაეროს წარმომადგენელთა შეშფოთება ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ჯარების შეყვანამ გამოიწვია, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version