პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები 9 ნოემბრისთვის გადაიდო

(თბილისი. 6 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები დღეს არ შედგა. ზურაბ ჟვანიას რეფორმატორთა ჯგუფის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტმა არჩევნების 9 ნოემბერს ჩატერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

“თავმჯდომარის არჩევნების გაჭიანურება პარლამენტის ქმედუნარიანობის შემცირებას ისახავს მიზნად”, განაცხადა სესიის დასასრულს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

Exit mobile version