ქართველ პარტიზანებსა და რუს სამშვიდობოებს შორის შეტაკება არ მომოხდარა – 13:28 12.10

დღეს რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ (ინტერფაქსი, გაზეტა.რუ) გაავრცელა ცნობა ქართულ-ჩეჩნურ დაჯგუფებასა და აფხაზეთში განლაგებულ რუს სამშვიდობო ჯარებს შორის მომხდარი შეტაკების შესახებ. ინტერფაქსის ცნობით, გუშინ დაახ. 22.00 საათზე სამი ავტომანქანით მომავალმა ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს სამშვიდობო ძალების 302-ე პოსტს, რის შედეგადაც საპასუხო ცეცხლი გახსნა რუსულმა მხარემაც. სააგენტოს ინფორმაციით, რუს მშვიდობის დამცველებს შორის მსხვერპლი არაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სივილ ჯორჯიასთან საუბრისას კომრნტარს არ უკეთებს ცნობას პარტიზანებსა და ცისფერჩაფხუტიანებს შორის შეტაკების შესახებ. თუმცა სამინისტრო აცხადებს, რომ გუშინ კოდორის ხეობაში მიმავალი ქუთაისის ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფი მართლაც გააჩერეს “ცისფერჩაფხუტიანების” 302-ე პოსტთან, რის შემდეგაც პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ქართული ქვედანაყოფი უკან გამობრუნდა. თავდაცვის სამინისტროს მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფაქტის მიხედვით გაავრცელა დეზინფორმაცია რუსულმა სააგენტო ინტერფაქსმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი. ამასთნ გუშინ საქართველოს პარლამენტმა 175 ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რუსული სამშვედობო ძალების გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან. 

Exit mobile version