საპროტესტო აქციების ყოფილმა მონაწილემ და საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ მანდატზე უარი თქვა

21 წლის ლუკა ძაძამიამ, რომელიც გასული წლის დეკემბერში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, სანამ მოგვიანებით 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდებოდა, თბილისის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა.

„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა“, – უთხრა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს 21 ნოემბერს. „ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს“.

ძაძამიამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ 20 კანდიდატს შორის მოხვდა. „ქართული ოცნების“ რიგებში მისი გამოჩენიდან მალევე გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ის 2023–2024 წლებში ევროკავშირის მხარდამჭერ და მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგებზე იყო ასახული, მათ შორის ჟურნალისტებთან საუბრის ჩანაწერები.

მოგვიანებით მან „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს“ და მმართველ პარტიას „ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდი“ უწოდა.

თბილისის საკრებულოდან წასვლის შესახებ ძაძამიას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

This post is also available in: English

Exit mobile version