ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც შვიდთვიანი პატიმრობის უმეტესი ნაწილი მოიხადა, უარი თქვა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე და ამის მიზეზად „რუსულ რეჟიმთან“ თანამშრომლობაზე უარი დაასახელა.
ჯაფარიძე ციხეში 22 მაისიდან იმყოფება. მას 23 ივნისს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნო. ჯაფარიძე დეკემბერში უნდა გათავისუფლდეს, თუმცა მას ვადაზე ადრე გათავისუფლება უწევდა, რაზეც უარი განაცხადა.
„დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა“, – ნათქვამია მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.
This post is also available in: English
