2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 8.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.3%-ით, 14.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.2 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (743.8 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (608.3 მლნ აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2.27 მლრდ აშშ დოლარი), თურქეთი (2.26 მლრდ აშშ დოლარი), და ჩინეთი (1.6 მლრდ აშშ დოლარი).

This post is also available in: English

Exit mobile version