აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს სტუმრობს, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ 18 ნოემბერს გაავრცელა.
საელჩოს ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო დაეხმაროს ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
„დღეს დილით დოქტორი ასკონასი სადახლოს გამშვებ პუნქტს ესტუმრა, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა“, – აღნიშნა საელჩომ.
ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.
This post is also available in: English
