„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 29 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, ვარლამ (ვაკო) ავალიანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ის თანამდებობას 10 ნოემბრიდან, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ოფიციალური დამტკიცების შემდეგ დაიკავებს.
ავალიანი „რუსთავი 2“-ს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა. 2025 წლის ივლისში იგი ბაკურ ბაკურაძემ შეცვალა, რომელიც მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირშია და „ქართული ოცნების“ მიერ დასპონსორებული ღონისძიებების ორგანიზებითაა ცნობილი.
2012 წლიდან 2014 წლამდე ავალიანი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მრჩეველი იყო, ხოლო მოგვიანებით, 2014 წლის თებერვალში, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მისი მოადგილე გახდა.
This post is also available in: English
