4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების დღის არეულობებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა. შედეგად, დაკავებულთა საერთო რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

ამასთან, დაუსწრებლად დაიწყო სისხლის სამართალწარმოება ორი პირის, მათ შორის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ.

17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა ძალადობრივი გზით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობა. გელაძის თქმით, „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი“ ქმედებების შედეგად 35 პოლიციელი დაშავდა.

This post is also available in: English

Exit mobile version