საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის გათიშვა ტელეკომპანიის ერთ-ერთ შიდა ელექტრომოწყობილობაზე „ტექნიკურმა ხარვეზმა“ გამოიწვია. გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება, განაცხადა სუს-მა.
სუს-მა გამოძიება „საბოტაჟის“ მუხლით დაიწყო მას შემდეგ, რაც არხის მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც.
„ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
This post is also available in: English