ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ოთხ პირს მოეხსნა ნასამართლობა. ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რომელ დანაშაულებს შეეხო შეწყალება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

This post is also available in: English

Exit mobile version