პაატა ბურჭულაძემ, ცნობილმა ქართველმა ოპერის მომღერალმა და „რუსთაველის გამზირის“ აქტივისტთა ჯგუფის ლიდერმა, თავისუფლების მოედანთან შეკრებილი ათიათასობით მოქალაქის წინაშე დეკლარაცია წაიკითხა.
„ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული და ალბათ ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ბურჭულაძემ. „დღეს არ არის აქცია… დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ერთდება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს“.
დეკლარაციის წარდგენამდე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ამ წუთიდან, როგორც ხმას მივცემთ [დეკლარაციას], ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“.
კენჭისყრაზე შემდეგი საკითხები დადგა:
- ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს!
- ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია!
- ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვას”.
This post is also available in: English