ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 275 948-ა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 7.86%-ს შეადგენს.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.41%, საბოლოო აქტივობამ კი 51.92% შეადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, საქართველოს 3,513,818 მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება 3,061 საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემა ელექტრონულად ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით 2,284 საარჩევნო უბანზე.
This post is also available in: English