თბილისში თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა აქტივისტებმა დაზიანებები მიიღეს

ორი ადამიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იგორ ნარმანია და არასრულწლოვანი დაშავდნენ 3 ოქტომბრის საღამოს ძალადობრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

This post is also available in: English

Exit mobile version