ლელოს რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნა

ოპოზიციურმა კოალიციამ „ლელო/ძლიერი საქართველო“, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს, „ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის“ შესახებ გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც მისმა რამდენიმე კანდიდატმა ადგილობრივი საკრებულოებისა და მერის არჩევნებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნა.

გამოძიება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 29 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ზეწოლას ადასტურებს.

ჩანაწერში ისმის, თუ როგორ საუბრობს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი, კარა ორუჯევი რუსულად და ამბობს, რომ აიძულებდნენ, რომ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გაეკეთებინა განცხადება.  

აუდიოჩანაწერის კომენტირებისას, „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა და კოალიციის მერობის კანდიდატმა თბილისში, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნება“, თბილისის მერი კახა კალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეგიონებში პარტიის წევრებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English

Exit mobile version