სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.
„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას და პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები – ეს არის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განaცხადა კობახიძემ გმირთა მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის საელჩომაც გამოაქვეყნა: „სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად და რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი“. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.
This post is also available in: English