„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 26 სექტემბერს ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ეს მათი მეოთხე შეხვედრაა 2024 წლის დეკემბრიდან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ივლისში დაამყარეს.
This post is also available in: English