მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ესწრება, ბელარუს კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა და „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები“ განიხილა, იტყობინება ბელარუსის სააგენტო „ბელტა“ 25 სექტემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„მხარეებმა განიხილეს ურთიერთქმედება ვაჭრობის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, კულტურისა და სხვა სფეროებში“, – წერს საინფორმაციო სააგენტო.

ამავე ინფორმაციით, რიჟენკოვმა „ქართულ მხარეს წარმატება უსურვა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. “საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე”, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. 

This post is also available in: English

Exit mobile version