ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საერთაშორისო რეზერვები 2025 წელს 1.5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან 2025 წლის იანვარ-აგვისტოში Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად 1.496 მლრდ აშშ დოლარი შეისყიდა, მათ შორის აგვისტოში სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო.  შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბერს და დასძინა, რომ ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც „ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა“.

This post is also available in: English

Exit mobile version