2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 8.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.7-ით, 11.8 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (943 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (573 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (481 მლნ აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1.8 მლრდ აშშ დოლარი), თურქეთი (1.77 მლრდ აშშ დოლარი), და ჩინეთი (1.2 მლრდ აშშ დოლარი).

This post is also available in: English

Exit mobile version