საქსტატი: 2025 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 12%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატი“ აღნიშნავს, რომ  კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია. რეინვესტიციამ 466.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი  წილი 80.4%-ით განისაზღვრა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია გაერთიანებული სამეფოა 242.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან თურქეთი – 54 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ჩეხეთი – 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7% პროცენტს შეადგენს.

2025 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში  განხორციელდა და 327.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 77.2% შეადგინა.

This post is also available in: English

Exit mobile version