რამდენიმე ქართულმა მედია საშუალებამ განაცხადა, რომ მათი ვებსაიტების დროებითი გათიშვა ადგილობრივი პრესის გადარჩენის კამპანიის ნაწილი იყო. ამჟამად, წვდომა აღდგენილია.
13 აგვისტოს შუადღისას, 20-ზე მეტი ქართული ონლაინ მედია საშუალების, მათ შორის „პუბლიკას“, „ნეტგაზეთის“, „ბათუმელებისა“ და „აპრილის“ ვებსაიტებზე შესვლისას მხოლოდ შავი ფონი ჩნდებობა. მედია საშუალებების წარმომადგენლებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
„რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ მედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიამ დაიწყო კამპანია პრესისთვის, მათ შორის რეგიონული საინფორმაციო წყაროებისთვის, თანხების მოსაზიდად.
This post is also available in: English