„ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ 63-ივე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა.
11 აგვისტოს პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერის რანგში გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატების უმეტესობა მოქმედი ან მერის მოვალეობის შემსრულებლები არიან. დანარჩენი კანდიდატები პოლიტიკური, საჯარო სამსახურის, მედიისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები არიან. მანამდე, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.
„ქართული ოცნების“ 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ ორია ქალი. 7 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ასევე წარადგინა თბილისის საკრებულოს ადგილებისთვის 25 მხოლოდ მამაკაცი მაჟორიტარი კანდიდატების სია.
This post is also available in: English