შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა 17 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო და ოფიციალურ მიზეზად დავალიანება დაასახელა. თუმცა, გამოცემის თქმით, რეალური მიზეზი არის „სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს“.

გამოცემამ 21 ივლისს განაცხადა, რომ ეს ნიშნავს, რომ „აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე“. გამოცემის თქმით, ინკასოდან რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.

ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი (თვის დასაწყისში ეს თანხა 136 ათას ლარს შეადგენდა). ამასთან, გამოცემას ასევე ერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

This post is also available in: English

Exit mobile version