ვლადიმირ პუტინის მიერ 17 ივლისს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებსაც რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობა“ აქვთ, რუსული პასპორტების ადგილზე მიღება ან შეცვლა შეეძლებათ, რუსეთის ტერიტორიაზე გამგზავრების გარეშე.
პროცესს ადგილობრივი უფლებამოსილი დე ფაქტო თანამდებობის პირები განახორციელებენ. ეს ზომა მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა განკარგულების ძალაში შესვლამდე მიიღეს. განკარგულება ძალაში 2028 წლის 1 აგვისტომდე იქნება.
ახალი წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა 17 მაისის პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილი დაჩქარებული პროცედურის შესაბამისად მიიღეს, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს აღარ მოეთხოვებათ ისეთი სტანდარტული მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა რუსეთში მუდმივი ცხოვრება, რუსული ენის ცოდნა ან რუსეთის ისტორიის ცოდნა.
This post is also available in: English