ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ 17 ივლისს შესაბამის დირექტივას მოაწერა ხელი. შედეგად, დასანქცირებულ პირთა სიაში 102 მოქალაქე შედის და ყველა მათგანს ესტონეთში შესვლა ეკრძალება.

დასანქცირებულ პირებს შორის არიან „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია; ახლად დანიშნული გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე; პარლამენტის წევრები, კერძოდ წულუკიანის კომისიის წევრები, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდო გადაცდომებს იძიებენ; მოსამართლეები, რომლებიც საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციასთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებს თავმჯდომარეობენ, მათ შორის ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია; ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, რომელიც ყოფილი პოლიციის უფროსია.

„ეს პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. „საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს“.

„ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით“, – ხაზგასმით აღნიშნა ცაჰკნამ.

This post is also available in: English

Exit mobile version