14 ივლისს, თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები; გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა; და შეცვალოს ამჟამინდელი ავტორიტარული მოქმედების კურსი“.
„საქართველოში ჩემი ვადის ამოწურვისას, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ღრმა გრძნობით, ქართველი ხალხი გაერთიანდება, გადალახავს განხეთქილებებს და დაიცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩი გასრი იმ ევროპელ ელჩებს შორის იყო, რომლებმაც ხმამაღლა დაუჭირეს მხარი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიული უკუსვლის შესახებ არსებული მზარდი შეშფოთების ფონზე.
This post is also available in: English