გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორის კანდიდატად დასახელდა

გიორგი გვარაკიძე საპროკურორო საბჭომ 17 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა. მისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც გიორგი გაბიტაშვილი, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს, 4 ივნისს გენერალურ აუდიტორად წარადგინეს, ხოლო 11 ივნისს ამ თანამდებობაზე დაამტკიცეს.

გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში 2003 წლიდან მუშაობს. 2024-2025 წლებში იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

This post is also available in: English

Exit mobile version