აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თანამდებობა დატოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან მგალობლიშვილი. წყარო: მგალობლიშვილის ფეისბუქის გვერდი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ლევან მგალობლიშვილმა 2 ივნისს “გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ” თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.