აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, იგივე MEGOBARI აქტი მიიღო. ორპარტიული კანონპროექტი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

MEGOBARI აქტი:

კომიტეტის მიერ მიღების შემდეგ, კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს, სადაც დებატები, ცვლილებების შეტანა და კენჭისყრაა დაგეგმილი. კანონპროექტის მისაღებად საკმარისია უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა. შემდეგ კანონპროექტი მეორე პალატაში გადაიგზავნება, სადაც იგივე პროცედურებს გაივლის. თუ ორივე პალატა იდენტურ ვერსიას მიიღებს, მაშინ კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი სხვადასხვა ვერსიებს მიიღებენ, მოხდება კომპრომისული ვარიანტის შემუშავება, რომელსაც ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი. ამის შემდეგ, პრეზიდენტი ან ხელს აწერს კანონპროექტს, ან ვეტოს ადებს (რომლის გადალახვაც კონგრესს ორივე პალატაში ორი მესამედით შეუძლია), ან არანაირ ქმედებას არ ახორციელებს. თუ ათი დღის შემდეგ არანაირი ქმედება არ განხორციელდება, ის კანონის ფორმას შეიძენს.

კანონპროექტი პირველად გასული წლის 23 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. მართალია მისი მიღება საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო ნავარაუდები, კანონპროექტი რამდენჯერმე ჩავარდა. ის ხელახლა წელს წარადგინეს. ახლა მისი განხილვა სხვა კომიტეტებში იგეგმება.

MEGOBARI აქტი დამოუკიდებელია „ქართველი ხალხის აქტისგან“, რომელიც ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ს სენატში წარადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version