უკრაინაში ბრძოლის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან პარკაია დაიღუპა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 15 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა. „ჩვენი მეგობარი, უმაგრესი ადამიანი Levan Parkaia დაიღუპა უკრაინაში“, – დაწერა ჯაფარიძემ სოციალური ქსელში.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 66 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/02/2025 – უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა