ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 324 197-ია, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 9.27%-ს შეადგენს.
ეს დაახლოებით 1 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე 2012 წლის არჩევნებზე, რომელმაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, საბოლოო აქტივობამ კი 56,11%.
დღევანდელ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში 3 111 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლება 3 508 294 საქართველოს მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება და ძირითადად ელექტრონული ხმის მიცემის წინასწარი ოფიციალური შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ცესკო საბოლოო შედეგების გამოცხადებას 27 ოქტომბრის დილით, ყველა ბიულეტენის ხელით ხელახალი დათვლის შემდეგ გეგმავს.