CRRC-ს “კავკასიის ბარომეტრის” კვლევის 2024 წლის გამოკითხვის შედეგები

18 ივლისს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის 2024 წლის გამოკითხვის შედეგები წარადგინა. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა 2024 წლის 16 აპრილი-13 მაისის შუალედში. კვლევის მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შეკითხვები ზომავდა დამოკიდებულებებს სოციალური ღირებულებებისა და ნორმების, ასევე პოლიტიკის, ძალაუფლებისა და დემოკრატიის მიმართ.

კვლევა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანების კმაყოფილება მათი ცხოვრებით, სხვებისადმი ნდობის დონე, უარყოფის და სიცარიელის განცდა და ფატალიზმის აღქმა. საინტერესო ერთ-ერთი მიგნება, რომელიც სავარაუდოდ მიუთითებს ჰომოფობიური დამოკიდებულების შემცირებაზე, რაც აჩვენებს, კერძოდ კი იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ჰომოსექსუალებს არასასურველ მეზობლად მიიჩნევს, მნიშვნელოვნად შემცირდა, 2017 წლის 23 პროცენტიდან 2024 წელს მხოლოდ ცხრა პროცენტამდე.

წამალდამოკიდებული ადამიანები არასასურველი მეზობლების სიის სათავეში არიან, ხოლო კრიმინალები მეორე ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება სხვა ადამიანებისადმი ნდობას, ადამიანების უმრავლესობა თანამოქალაქეების მიმართ უნდობლობითაა განწყობილი. 17 პროცენტს სჯერა, რომ ადამიანების უმრავლესობის ნდობა შეიძლება, ხოლო 28 პროცენტი მიიჩნევს, რომ “შუაში” არიან. 54 პროცენტი უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და ფიქრობს, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილე ზედმეტი არასდროსაა.

რაც შეეხება ფატალიზმის აღქმას, 27 პროცენტი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ბედი განსაზღვრავს. დაახლოებით იგივე – 25 პროცენტი გადაჭრით არ პასუხობს და მათი მოსაზრება ნეიტრალურია. 46 პროცენტი ფიქრობს, რომ ადამიანები საკუთარ ბედს თავადვე ქმნიან.

პოლიტიკა, ძალაუფლება, დემოკრატია

რაც შეეხება ადამიანების დაინტერესებას პოლიტიკით, კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 19 პროცენტი ამბობს, რომ პოლიტიკით “ძალიან დაინტერესებულია. ეს მაჩვენებელი თითქმის იგივეა (1 პროცენტით მეტი) რაც 2021 წელს, და ხუთი პროცენტით ნაკლებია 2008 წლის მონაცემთან შედარებით, როცა ეს კვლევა პირველი ჩატარდა. პოლიტიკით “საკმაოდ დაინტერესებული” ადამიანები გამოკითხულთა 2024 წელს 35 პროცენტს შეადგენდნენ. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 28 პროცენტი იყო.

პოლიტიკით ცოტა დაინტერესებული ადამიანების პროცენტი მეტ-ნაკლებად იგივე იყო 2008, 2021 და 2024 წლებში. თუმცა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით 16 პროცენტია 2023 წელს, რაც საგრძნობლად დაბალია 2021 წლის მაჩვენებელთან, 23 პროცენტთან შედარებით.

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკის მიმართულებას, 23 პროცენტი მეტ-ნაკლებად პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენს, ხოლო 35 პროცენტს ზოგადად უარყოფითი აღქმა აქვს. გამოკითხულთა 29 პროცენტი თვლის, რომ “პოლიტიკა საერთოდ არ იცვლება”. 13 პროცენტმა ან არ იცოდა, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

უმუშევრობა (26%), სიღარიბე (13%), პოლიტიკური არასტაბილურობა (10%), ფასების მატება/ინფლაცია (7%) 2024 წელს საქართველოს წინაშე არსებულ „ყველაზე მნიშვნელოვან“ საკითხებს შორისაა.

დემოკრატიისადმი დამოკიდებულების მიმართულებით, გამოკითხულთა 67 პროცენტი ყველა სხვა სისტემას შორის დემოკრატიას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, მხოლოდ 9 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო არის სრულად დემოკრატიული სახელმწიფო, ხოლო 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არის დემოკრატია მცირე პრობლემებით. 42 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი პრობლემები დემოკრატიის მხრივ, ხოლო 14 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ არის დემოკრატიული.

რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების ნდობას (პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტს) “სრულად” ენდობა გამოკითხულთა 10 პროცენტი, “უნდობლობა” აქვს 18 პროცენტს, ხოლო 21 პროცენტი “სრულ უნდობლობას” უცხადებს მათ.

პარლამენტი მხოლოდ შვიდი პროცენტის “სრული ნდობით” სარგებლობს, მას “უფრო მეტად ენდობა” 15 პროცენტი, ხოლო “უფრო მეტად უნდობლობა” და “სრული უნდობლობა” თითოეულ შემთხვევაში 21%-ს აქვს.

პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა კვლავ დაბალია. მათ მხოლოდ სამი პროცენტი ენდობა “სრულად,” ხოლო ცხრა პროცენტი “უფრო მეტად” ენდობა.

იმ გამოკითხულთა პროცენტი, ვინც “უფრო მეტად ენდობა” პრეზიდენტს, გაიზარდა 12-დან 20 პროცენტამდე, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც მას არ ენდობა, მეტ-ნაკლებად 2021 წლის მსგავსი რჩება.

არმია, პოლიცია და რელიგიური ინსტიტუტები კვლავ ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version