აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას“ ეწინააღმდეგება

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მეთიუ მილერს აქტივისტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ შურისძიების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ „ეს არის საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელი ქცევის მოდელი, რომლის შეცვლისკენაც მოვუწოდებთ“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს არის ის პოზიცია, რომელიც კანონის მიღებასთან დაკავშირებით გავაჟღერეთ და ისიც, რომ მას ლეგიტიმური დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენებენ“, – განაცხადა მილერმა 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

იმავე ბრიფინგზე მან დაადასტურა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედა მიმდინარეობს.

რაც შეეხება საქართველოსთვის დახმარების გაყინვისა და გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მილერმა განაცხადა: „ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს, ისევე როგორც ჩვენ განვაცხადეთ, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version