ვარჰეი: გაფართოების პაკეტი ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებსაც შეეხება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ 28 სექტემბერს პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ევროკავშირის ლიდერებისთვის გაფართოება სამ მთავარ პრიორიტეტს შორისაა და რომ ევროკავშირში გაწევრიანების ღირებულება არასდროს ყოფილა უფრო მაღალი, ვიდრე ახლა“.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა), რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, მაშინვე გამოავლინა სწრაფვა  ევროკავშირის წევრობისკენ, რაც მათი გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა. მისი თქმით, „ჩვენ მხოლოდ დასკვნებს კი არ ვაკეთებთ, რომ გაფართოება უნდა განხორციელდეს, არამედ მოქმედებაზეც გადავდივართ“.

ვარჰეიმ გაიმეორა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება და წევრობის მისაღწევად კანდიდატ ქვეყნებს დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოების ახალ პაკეტს „რამდენიმე კვირაში“ წარადგენს, რომელიც შეეხება არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, არამედ „კანდიდატ ქვეყნებს ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებს“. ამ უკანასკნელ კატეგორიაში საქართველო და კოსოვო შედის.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი მიზნად ისახავს „დაჩქარებული ინტეგრაციის ხელშეწყობას“ და ოთხ ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული:

პოტენციური გაწევრიანების თარიღის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისარმა ვარჰეიმ აღნიშნა, რომ აქცენტი კეთდება გაფართოებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მომზადებაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად, ევროკომისარმა განაცხადა: „რეალურად საკითხი ასე დგას – იქნებიან თუ არა კანდიდატი ქვეყნები მზად 2030 წლისთვის?“

Exit mobile version