სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს ნარკოპოლიტიკის ტენდენციებს 2022 წელს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ყოველწლიური ანგარიში აფასებს ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს. ნარკოპოლიტიკის სფეროში გამოვლენილ ძირითად გამოწვევებთან ერთად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ანგარიში გას­­­ცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ძირითადი ასპექტები 2022 წელს:

„ნალოქსონის“ მარაგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წერილობითაც მიმართა სააფთიაქო ქსელებს, კერძოდ, გამოითხოვა ინფორმაცია მათ მიერ საანგარიშო პერიოდში შემოტანილი და რეალიზებული „ნალოქსონის“ ჯამური რაოდენობის შესახებ, თუმცა შესაბამისი პასუხი არცერთი მათგანისგან არ მიუღია. „ნალოქსონის“ სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სააფთიაქო ქსელებთან კომუნიკაციისა და ადვოკატირების გზით უზრუნველყოს პრეპარატის ხელმისაწვდომობა.

ანგარიშის მიხედვით: “ქუჩის ნარკოტესტირება დღემდე არაეთიკურ და რეპრესიულ მექანიზმად რჩება, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს შეიცავს”. ე.წ. ქუჩის ნარკოშემოწმების მარეგულირებელი ნორმები 2015 წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ შეუფასებია სადავო ნორმების კონსტიტუციურობა.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის ისეთი „სამოქალაქო უფლებების“ ავტომატურად ჩამორთმევას ითვალისწინებს, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის შენახვის უფლება. კანონი ვრცელდება ნარკოტიკების მომხმარებლებზე, დილერებზე, ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშემწყობებზე, ნარკოტიკების გავრცელების ხელშემწყობებზე და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებზე. უფლებების ჩამორთმევა განსხვავდება დანაშაულის მიხედვით და მერყეობს 3-დან 20 წლამდე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ უფლებების ჩამორთმევის
მარეგულირებელი ნორმები პრობლემურია როგორც ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებული, ისე სამართალდამრღვევი პირების მიმართ. პირველ რიგში, კანონით ბლანკეტური რეგულირების ნაცვლად, საქმის განმხილველ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიღებით შეაფასოს მსჯავრდებულისთვის უფლებების ჩამორთმევის საჭიროება და მიზანშეწონილობა.

საქართველოში ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) ორი პროგრამა მოქმედებს – მეტადონისა და სუბოქსონის. 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ორივე სახელმწიფო პროგრამაში ჯამში 12 ათასზე მეტი მოსარგებლე იყო ჩართული. ბენეფიციართა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, საქართველოში ოჩთ პროგრამებით სარგებლობა კვლავ არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, პრობლემად რჩება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი. საქართველოში ამ ეტაპზე ჩანაცვლებითი თერაპიის 22 ცენტრი მოქმედებს. პროგრამები არ არის, მაგალითად, ქვემო ქართლსა და რაჭა-­ლეჩხუმში. გარდა ამისა, ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისებით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა ცხადყოფს, რომ ცენტრში ყოველდღიურად სიარულის საჭიროება აფერხებს მკურნალობის პროცესს ბენეფიციართათვის. აქედან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისევე როგორც საკითხზე მომუშავე სხვადასხვა სათემო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მიზანშეწონილად მიიჩნევს პროგრამის სტაბილური მოსარგებლეებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი მედიკამენტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

სისტემური რეფორმის გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობის
პირობებში კი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ნარკოვითარების გაუმჯობესებისა და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის კუთხით, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, როგორც მინიმუმ, გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

საქართველოს პარლამენტმა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა:

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა
უწყებებმა:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version