ოთხი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება საქართველომ მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

21 ივნისს ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს იმის შესახებ, თუ როგორ მიდიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე; ამასთან, უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, დადებით რეკომენდაციას მიიღებენ. საქართველოს პერსპექტივა კი ამ დროისთვის ნაკლებად ნათელია.

ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მოხსენება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ სტოკჰოლმში დაგეგმილ შეხვედრაზე.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, განახლებული ინფორმაცია არ იქნება ძალიან დეტალური. ეს იქნება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შუალედური მიმოხილვა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. პაკეტში მოცემული იქნება საფუძვლიანი შეფასება და რეკომენდაციები „ტრიოს“ შემდგომი ქმედებების შესახებ – რაც გახდება საფუძველი დეკემბერში ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

მაშინ როცა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის პირობების შესრულების გამო, სავარაუდოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მწვანე შუქს აუნთებენ, საქართველოს პერსპექტივა უცნობია და ჩნდება კითხვები, დაინტერესებულია თუ არა თბილისი ევროკავშირთან დაახლოებით. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამგვარი ეჭვების საფუძველი გახდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციების შესრულებაში წარუმატებლობა, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა და რუსეთთან ფრენების განახლება.

თუმცა, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, არსებობს ოთხი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა საბოლოოდ შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წლის ბოლოსთვის და რის გამოც ევროკავშირის წევრები შესაძლოა დათანხმდნენ ამას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version