გერმანიამ 14 ივნისს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო, რომელიც პირველად ახსენებს საქართველოს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში.
ქვეთავში „მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა“ ნათქვამია: „გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, ერთობასა და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და, პერსპექტივაში, საქართველოს მიღების გზით“.
დოკუმენტი იგივე განცხადებას ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას კიდევ ერთხელ იმეორებს: „ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და მოგვიანებით, საქართველოს მიღების გზით“.