ამიხსენი | “უცხოეთის აგენტების” კანონს მართლა იხილავენ ევროპარლამენტში?

არა. კონკრეტული კანონი განსახილველად წარმოდენილი არაა. მაშინ,

რა ხდება?

ევროკავშირის სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც მიმართული იქნება მტრული სახელმწიფოებისა და ავტორიტარული რეჟიმების მიერ ევროკავშირის ძირგამომთრელი საქმიანობის და ევროკავშირის პოლიტიკასა და დემოკრატიულ პროცესებში ბოროტგანზრახული და ფარული ჩარევის წინააღმდეგ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფები და რიგი პოლიტიკოსები ცდილობენ ევროკავშირის ინიციატივები, მათი რეალური მიზნებისა და შინაარსის უგულვებელყოფით, საქართველოში ახლახანს ჩაგდებული ე.წ. „აგენტების კანონის“ ანალოგად წარმოაჩინონ.

ევროკავშირის ის ინიციატივები, რომლებზეც საქართველოში აპელირებენ, მიზნად ისახავს მტრული ქვეყნების და  („კატარგეიტად“ წოდებული კორუფციული სქემის საპასუხოდ) ავტორიტარული რეჟიმების მიერ ევროკავშირის სტრუქტურებში თავიანთი ინტერესების უკანონოდ ლობირების რისკების შემცირებას.

ევროპული ინიციატივების ყურადღების ცენტრში ევროკავშირის სტრუქტურები, მათი თანამშრომლები, ევროპარლამენტის დეპუტატები, ყოფილი დეპუტატები, და მტრული და ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებული ლობისტურ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები არიან.

  ამ დროს, საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები, მისი ავტორებისვე თქმით, მიზნად ისახავდა დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას. საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მოთხოვნები კი არ ვრცელდებოდა სახელმწიფო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებზე

წინაპირობები:

უკანასკნელ წლებში რუსეთმა არაერთხელ განახორციელა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული თავდასხმა და  ევროკავშირის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევაც სცადა. გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი:

რუსეთიდან და სხვა მტრული ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეებისაგან თავდაცვის მიზნით, ევროკავშირმა ბოლო წლებში უკვე გაატარა მთელი რიგი ცვლილებები ენერგოუსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდრგადობის, მონაცემთა დაცვის, უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციების უკეთ აღრიცხვის და პოლიტიკური ფინანსირების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთ-ევროკავშირს შორის დაპირისპირების გაზრდის ფონზე  ევროკავშირის სტრუქტურებმა კიდევ უფრო გაამახვილეს ყურადღება მტრული ქვეყნების მიერ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ დაიწყეს მუშაობა.

2022 წელს „კატარგეიტად“ წოდებული კორუფციული სქემის გამოაშკარავებამ ცხადი გახადა, რომ ევროსტრუქტურები მოწყვლადია მტრული და ავტორიტარული ქვეყნების მიერ მათი ინტერესების უკანონოდ ლობირებისადმი.

დადგინდა, რომ ევროპარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები და მათთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი კატარის მთავრობისგან ფარულად მიღებული თანხებისა და პრივილეგიების სანაცვლოდ უკანონოდ ლობირებდნენ კატარის ინტერესებს ევროპარლამენტში. მსგავსი სქემები გამოვლინდა მაროკოსთან დაკავშირებითაც. შედეგად, დააპატიმრეს ევროპარლამენტის სამი დეპუტატი, ერთი ყოფილი დეპუტატი და ერთი მოქმედი თანამშრომელი. გამოძიების ფარგლებში ამ კორუფციულ სქემაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებულ, ლობისტურ საქმიანობაში ჩართული ორი არასამთავრობო ორგანიზაციის როლიც გამოიკვეთა.

როგორ წარიმართება პროცესი ევროკავშირში?

ევროკავშირის კანონშემოქმედებითი პროცესის თანახმად კანონპროექტების მომზადება ევროკომისიის პრეროგატივაა. ევროკავშირის გარკვეული ინსტიტუტების, მათ შორის ევროპარლამენტის დავალებით ევროკომისია წერს და შემდეგ პარლამენტში განსახილველად წარადგენს საკანონმდებლო შემოთავაზებებს. ამ ეტაპზე ევროპარლამენტი ჯერ არ განიხილავს უცხოური გავლენების შესახებ კონკრეტულ კანონპროექტს, თუმცა რამდენიმე დეპუტატმა უკვე გამოთქვა ასეთი კანონის საჭიროების იდეა.

ევროკავშირის სტრუქტურები ნამდვილად მუშაობენ მტრული და ავტორიტარული ქვეყნების ზეგავლენის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავებაზე. ამ სამუშაოს ნაწილია ევროკომისიის მიერ ინიცირებული “დემოკრატიის დაცვის პაკეტი,” ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციები და  ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი რეფორმის გეგმა.

ევროკავშირში განხილული ინიციატივების მიზნები და ძირითადი აქცენტები:

ევროკავშირის დემოკრატიული პროცესების დაცვა მტრული ქვეყნების ჩარევისგან:

ევროკომისიის მიერ დაანონსებული დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც ჯერ კონსულტაციების ეტაპზეა, ითვალისწინებს საკანონმდებლო და დამხმარე ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იქნება:

ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის მარტში მიღებულ რეზოლუციში ჩამოთვლილია მტრული სახელმწიფოების მიერ თავიანთი ინტერესების ფარული ლობირების და ევროკავშირის ძირგამომთხრელი პროპაგანდის წინააღმდეგ გადასადგელი ნაბიჯები.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და წევრ სახელმწიფოებს ბოროტგანზრახული უცხოური გავლენების რისკების შესამცირებლად გაატარონ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, შექმნან ახალი და ცენტრალიზებული საკოორდინაციო სტრუქტურები, შეიმუშაონ და გაამკაცრონ ევროპარლამენტარების და ევროსტრუქტურების თანამშრომლების კეთილსინდისიერების, მათი შემოსავლის წყაროების და პირადი კონტაქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის არსებული წესები, გაამკაცრონ ევროპარლამენტში ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობის სტანდარტები და სხვა.

საქართველოში, მმართველი ძალის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარი საერთოდ არ იყო მტრულ სახელმწიფოებზე და არც ლობისტურ საქმიანობაზე. კანონი ეხებოდა  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ზოგადად საზღვარგარეთიდან მომავალ საგრანტო დაფინანსებას, რაც ღიად სწორედ დასავლეთის, დემოკრატიული და მოკავშირე ქვეყნებიდან შემოდის.

გამჭვირვალობის რეესტრი:

ევროკავშირში უკვე 10 წელია მოქმედებს ინტერესთა ლობისტი ორგანიზაციების რეესტრი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ევროპარლამენტში ლეგალურად ლობირებენ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და პოლიტიკას.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნახსენებია ამ რეესტრის იმგვარად რეფორმირება, რომ შესაძლებელი გახდეს ლობისტების დაფინანსების პირველწყაროების აღრიცხვა, რათა გამოირიცხოს მტრული ქვეყნების მიერ მაქინაციური სქემებით ლობისტების ფარული დაფინანსება. რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია რეკომენდაცია უცხოური გავლენის რეესტრის შექმნაზე, რომელში ლობისტური საქმიანობის რეგისტრაცია მოუწევთ უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ მათი ინტერესების გასატარებლად დაქირავებულ ორგანიზაციებს.

საქართველოში ინიცირებული კანონი არ ეხებოდა რეესტრში შესატანი ორგანიზაციების საქმიანობის ფორმებს ან მიზნებს, ის მხოლოდ დაფინანსების წილის (20%) კრიტერიუმით ითვალისწინებდა “აგენტების რეესტრში” ორგანიზაციების გატარებას. საქართველოში მოქმედებს “კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ,” რაც ლობისტი ორგანიზაციების რეგისტრაციასაც გულისხმობს. “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მოხსენებით ბარათში ნათქვამი იყო, რომ ის არ ითვალისწინებს ცვლილებებს ამ კანონში.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი:

ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობის აუცილებლობა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია რომ საჭიროა ზომების გატარება იმ მიზნით, რომ მტრულმა ქვეყნებმა ფარული დაფინანსების გზით ვერ მოახერხონ თავიანთი ინტერესების ლობირება ან ევროკავშირის დემოკრატიული პროცესების ძირგამომთხრელი კამპანიების წარმოება ევროკავშირში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

ევროპარლამენტის მიერ 2023 წლის 16 თებერვალს მიღებული რეზოლუცია მკაცრად გმობს ნებისმიერ მცდელობას რომ „კატარგეიტის“ კორუფციულ სქემაში ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობის ფაქტი ბოროტად იქნეს გამოყენებული ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსირების გაუმჭვირვალობაზე სასაუბროდ და არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი რიტორიკისთვის.

აქართველოში ინიციატივის ოფიციალურ მიზნად “არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა” სახელდებოდა, თუმცა პოლიტიკური რიტორიკა ღიად არასამთავრო ჯგუფებს შორის “გავლენის აგენტების” და “ჯაშუშების” გამოვლენისკენ იყო მიმართული, რაც კანონის ჩავარდნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

ევროპარლამენტის გამჭვირვალობის გაზრდა:

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რეფორმის გეგმა მიზნად ისახავს ევროპარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფას. განიხილება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა:

მმართველი უმრავლესობის ინიციატივა უცხოური გავლენების კონტექსტში საერთოდ არ განიხილავდა საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურების გამჭვირვალობის გაზრდის საჭიროებას, არადა მათი გამჭვირვალობის ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება.

მასალა მოამზადა ქეთი შუბითიძემ, პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) აშშ ოფისის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა

Exit mobile version