კულტურის სამინისტრო გელათზე საექსპერტო დასკვნას აკრიტიკებს, საპატრიარქო კი – იცავს

რა მოხდა?

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვის საფუძველზე ქუთაისის გელათის მონასტრის რესტავრაციის შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.

დასკვას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და აღნიშნა, რომ დოკუმენტი „ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია“, რომელიც „შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან“.

საპასუხოდ, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ადასტურებს რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და აღნიშნავს, რომ „აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“. 

რას ეხება დასკვნა?

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ეხება, რაც 2016 წლიდან დაიწყო.

წინაისტორია

ახლა რა ხდება?

ჩუბინაშვილის ცენტრის თქმით, 2020-2021 წლებში განხორციელდა დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება, ხოლო რამდენიმე თვის წინ, იტალიურ-ქართულმა ჯგუფმა დაასრულა კონსერვაცია.

დასკვნის თანახმად, მოხდა პროფესიული ექსპერტიზის სრული უგულებელყოფა და კონსერვაციის ნაცვლად, გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავში გაკეთდა მხატვრობის თვითნებური ტონირება-რესტავრაცია ისე, რომ ის ეწინააღმდეგება უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.

კერძოდ რა პრობლემებია?

როგორ მოხდა ამგვარი დარღვევები?

რისი გაკეთება შეიძლება?

არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლდ, ჩუბინაშვილის ცენტრის აზრით, აუცილებელია:

კულტურის სამინისტროს გამოხმაურება

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას გუშინვე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და ავტორებს პოლიტიკურ მიკერძოება და მინისტრზე პირადი შეტევა დასწამა. განცხადებაში წერია, რომ:

სამინისტროს თქმით, 2021 წლის მაისიდან დღემდე, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა და გადადგმული ნაბიჯის შესახებ ცნობილია იუნესკოსა და მისი სტრუქტურებისათვის.

ამავე განცხადებით, ჩუბინაშვილის ცენტრის ლოგოტიპით გამოქვეყნებული დასკვნა შესრულებულია მეცნიერთა პოლიტიზებული ჯგუფის მიერ, არა აქვს ცენტრის ხელმძღვანელის ხელმოწერა და, ამდენად, არ წარმოადგენს ცენტრის ოფიციალურ პოზიციას.

საგულისხმოა, რომ დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩუბინაშვილის ცენტრში ფინანსური შემოწმება იწყება.

ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი

კულტურის სამინისტროს დღეს ასევე ოფიციალური განცხადებით უპასუხეს ჩუბინაშვილის ცენტრში და აღნიშნეს, რომ „სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი“. ცენტრში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ გელათის მდგომარეობის შეფასება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს ეფუძნება და არა „პარტიულ ინტერესებს“ და რომ „ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ“.

ცენტრში იმედი გამოთქვეს, რომ „სამინისტროს მიერ გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის მიმართ უფრო უშუალო გაღიზიანებული ემოციაა, ვიდრე რაციონალური განსჯის შედეგი“ და რომ „მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობა ქართველ ექსპერტთა ფართო წრესთან მაინც შედგება“.

საპატრიარქოს გამოხმაურება

ჩუბინაშვილის ცენტრს თავის განცხადებაში მხარი დაუჭირა საპატრიარქომ. მათ დაადასტურეს, რომ:
  • დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და სამინისტროს უპასუხეს, რომ „არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს“.
  • უარყვეს სამინისტროს გუშინდელი მოსაზრება, რომ თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია.
  • დაადასტურეს, რომ დაკვნა სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში“ მიიღეს და რომ მას ხელს აწერს და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

კულტურის სამინისტრო გელათის კომპლექსის რესტავრაციის შესახებ პირველი კრიტიკული კომენტარების გამოჩენისთანავე ბრალს დებდა ოპონენტებს პოლიტიკურ მიკერძოებაში. კერძოდ, ნაგულისხმევი იყო, რომ სარესტავრაციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ სამინისტროს უწყებებში მომუშავე ყოფილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი კადრები.

მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნისთანავე სამინისტროს ქვემდებარე მთელ რიგ უწყებებიდან და მუზეუმებიდან გაათავისუფლეს ძველი კადრები. მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა კულტურული მემკვიდრეობის ეკლესიისთვის დასაბრუნებლად, მათ შორის, კულტურის ძეგლების ეკლესიებში გადატანაც.

ჩუბინაშვილის ცენტრის მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ მკვეთრად ცვლის სამინისტროს მიერ დახატულ სურათს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ობსტრუქციის შესახებ და რთულ მდგომარეობაში აყენებს მინისტრ წულუკიანს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version